ოფიციალურად: მინამინო "ლივერპულის" ფეხბურთელია !

20-12-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულმა "ლივერპულმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის გუნდმა, "რედ ბულ ზალცბურგიდან" იაპონელი თავდამსხმელის, ტაკუმი მინამინოს გადაბირების საქმე დაასრულა.

ცნობების მიხედვით, 24 წლის შემტევი "ლივერპულის" მაისურით პირველ შეხვედრას, მომავალ ტურში ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, 55 მილიონ გირვანქას შეადგენდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით