კლოპი: "გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია"

21-12-2019, 02:46

მერსესაიდული "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, გერმანელი სპეციალისტი, იურგენ კლოპი, "მანჩესტერ სიტის" ესპანელ თავკაცზე, პეპ გვარდიოლაზე საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი "მანჩესტერ სიტი", ხოლო საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლაა, მათ დონემდე მისაღწევად ტიტულების მოპოვება გვჭირდება."

"შეუძლებელია თავი პრემიერ ლიგის ზედიზედ 2 გზის ჩემპიონის ტოლად მოვიაზრო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი ამჟამად ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში იმყოფება 49 ქულით.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით