ალდერვეირელდმა კონტრაქტი გაახანგრძლივა !

21-12-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემის" ბელგიელმა ცენტრალურმა მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა, მის გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში, კიდევ მინიმუმ 4 წლით, ანუ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ალდერვეირელდის კვირეული ანაზღაურება, 250 000 გირვანქა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით