ლეო მესიმ "ბარსელონას" დატოვების ზუსტი დრო დაასახელა

21-12-2019, 14:24

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინულ სპორტულ გამოცემასთან საუბარში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯერ ესპანეთში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და გუნდთან ერთად კიდევ მრავალი ტიტულის მოგება სურს.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, კონტრაქტის შესახებაც შეთანხმებას მივაღწევთ და "ბარსელონაში" კიდევ დიდი დროის გატარება მომიწევს".

"გუნდთან ერთად მსურს კვლავ მივაღწიო წარმატებებს და ბევრი ტიტული მოვიგო. კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ, თუმცა "ბარსელონას" მაშინვე დავტოვებ, როცა გუნდში ჩათვლიან, რომ მე ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე. ეს შეიძლება 2023 ან 2024 წელს მოხდეს".

"სად დავასრულებ კარიერას, ჯერჯერობით არვიცი. შესაძლებელია სამშობლოშიც დავბრუნდე", - განაცხადა მესიმ.

ლიონელ მესი "ბარსელონასთან" ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 2009, 2010, 2011, 2012, 2015 და 2019 წლებში გახდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით