ზიდანი: "არ ვაპირებ სიბერემდე მწრთვნელობას"

21-12-2019, 15:19

მადრიდის "რეალის"  თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მედიის წარმომადგენლებთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"თავს ყოველ დღე ბედნიერად ვგრძნობ. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მწვრთნელი ვარ, მაგრამ  კიდევ რამდენ ხანს ვიქნები ამ პოზიციაზე არ ვიცი. ფაქტი ერთია, ყოველთვის ერთი და იგივე საქმის ერთსა და იმავე ადგილას კეთება მოსაბეზრებელია.

"ალბათ, ტიპური სპეციალისტი არ ვარ. დიახ სამუშაოთი დაინტერესებული ვარ, მაგრამ მწვრთნელობას 60-70 წლამდე არ ვაპირებ".

"ზიდანი მწვრთნელი და ზიდანი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, ეს ორი განსხვავებული ადამიანია, თუმცა ფეხბურთის თამაში ისევ მიყვარს" - განაცხადა სპაციალისმტა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით