მოურინიო: "მე ვიცი რატომ აირჩიეს არტეტა"

21-12-2019, 16:21

"ტოტენჰემის" თავკაცი ჟოზე მოურინიო "არსენალში" მიკელ არტეტას დანიშვნას გამოეხმაურა და განმარტა თუ რატომ ამჯობინეს იგი ანჩელოტის.

"ადრე საუკეთესო მწვრთნელებად მიიჩნეოდნენ ისინი, ვისაც ბევრი მოგება ჰქონდათ, დღეს საუკეთესოდ მიიჩნევენ იმას, ვისაც ცოტა წაგება აქვს".

"ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, გახდა იტალიის, ინგლისის, საფრანგეთის ჩემპიონი, მაგრამ დაახლოებით 200 მატჩი დათმო. მე 150-180 წაგება მაქვს, კარლო ჩემზე უფროსია".

"ვფიქრობ, დღეს მთავარი არ არის, რამდენი გაქვს მოგებული, მთავარია რამდენი არ წააგე. ასე რომ, დღეს საუკეთესოდ ისინი მიიჩნევიან, ვისაც ნული წაგება აქვთ".

"გუნდები სტატისტიკას უყურებენ და სამუშაოს იღებს ის, ვის ანგარიშზეც ნაკლები წაგებაა, სხვა მიზეზის პოვნა არ შემიძლია", - განაცხადა ჟოზემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით