მოურინიოს სამიზნე "პსჟ-ს" ფეხბურთელია

21-12-2019, 18:04

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ტოტენჰემის" თავკაცის ჟოზე მოურინიოს ახალი მარცხენა მცველი სურს და მთავარ კანდიდატად "პარი სენ-ჟერმენის" მარცხენა მცველის ლაივენ კურზავას განიხილავს.

ფრანგ მოთამაშეს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, ამიტომ ჟოზე მის დამატებას უფასოდ შეეცდება.

"დეზების" გარდა, 27 წლის ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყეს "ვესტ ჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებმაც.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით