მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა !

22-12-2019, 03:02

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ახალი რეკორდი დაამყარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, ერთადერთი მოთამაშე გახდა ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 9 სეზონში მოახერხა 50 ან მეტი გოლის გატანა.

ცნობების მიხედვით, ლა ლიგაში ამ მაჩვენებლით მესი უპირობო ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ "ალავესის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მისი 50-ე გოლის გატანა შეძლო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით