"ბარსელონა": "სემედუ არ იყიდება"

22-12-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ" პორტუგალიელი მარჯვენა მცველის, ნელსონ სემედუს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობის გუნდი 24 წლის ფეხბურთელს, არავითარ შემთხვევაში არ გაასხვისებს.

ცნობების მიხედვით, იანვრისთვის სემედუს მსურველები "ბლაუგრანამ" უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით