მერტენსისთვის გრანდები იბრძოლებენ

22-12-2019, 16:12

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" ბელგიელი ფორვარდის დრის მერტენსმა შესაძლოა კლუბი დატოვოს.

ფეხბურთელით ლონდონის "არსენალი", "დორტმუნდი" და "ბაიერნი" დაინტერესდნენ.

ნეაპოლელები მზად არიან 32 წლის ფეხბურთელი იანვარში 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაუშვან.

შეგახსენებთ, მერტენსი "ნაპოლიში" პსვ-დან 2013 წელს გადავიდა. მას შემდეგ ბელგიელმა 303 მატჩი ჩაატარა და 108 გოლი გაიტანა. 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით