ცნობილი გახდა გუნდი, რომელსაც ჯანო ანანიძის ტრანსფერი სურს

23-12-2019, 23:54

როგორც ჩანს, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ლეგიონიერი, ჯანო ანანიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

რუსული გამოცემა Sports.ru-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის დამატებით "დენიზლისპორია" დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სათამაშო დროის გაზრდის მიზნით ჯანო იჯარით გაშვებას ითხოვდა და როგორც ჩანს, ის იანვრიდან სწორედ თურქეთს მიაშურებს.

"დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგაში 16 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 7 ქულით ასწრებ და ევროპის ლიგის ზონასაც ამდენივე ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით