ტორეირა "არსენალს" ტოვებს?

24-12-2019, 16:30

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლი" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიელები აქტიურად ეცდებიან, "არსენალის" რიგებიდან, ლუკას ტორეირა გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, იტალიური გუნდის ბოსები უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან "არსენალს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ურუგაველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 35 მილიონი ევროა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით