"ტოტენჰემი" "პსჟს" ფეხბურთელით დაინტერესდა

24-12-2019, 18:40

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონის "ტოტენჰემი" "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი მცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარიზელთა რიგებიდან, ლეუვენ კურზავას დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, გუნდები ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.

უნდა ავღნიშოთ ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელის დამატებით, პირადად ჟოზე მოურინიო ინტერესდება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ "პსჟ" ფრანგ მცველს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით