კულიბალი პრემიერ ლიგაში?

25-12-2019, 23:05

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  "ნაპოლის" ცენტრალური მცველის შეძენით პრემიერ ლიგის კლუბი დაინტერესდა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლონდონის "არსენალი" დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდება და არტეტაც მთავარ სამიზნედ სწორედ კულიბალის მოიაზრებს.

გავრცელებული ცნობით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი "ნაპოლის" ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მან სერია ა-ში ნეაპოლური კლუბის მაისური 168-ჯერ მოირგო და 10 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით