"რომა" ჯეკოს 19 წლის შემტევით შეცვლას გეგმავს

25-12-2019, 20:44

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, "რომას" ხელმძღვანელობა ვეტერანი შემტევის, ედინ ჯეკოს შეცვლაზე მუშაობას.

წყაროს ცნობით, "რომას" "ევერტონის" 19 წლის თავდამსხმელის, მოისე კინის დამატება სურს და ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ინგლისურ მხარესთან უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მოისე კინი "ევერტონში" მიმდინარე სეზონის დასაწყისში "იუვენტუსიდან" გადავიდა. მან ახალი კლუბის მაისური 9-ჯერ მოირგო და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით