იბრაჰიმოვიჩი "მილანს" დათანხმდა

26-12-2019, 23:02

Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, შვედმა ფეხბურთელმა "მილანში" თამაშზე თანხმობა განაცხადა და ტრანსფერის დახურვას უახლოეს ხანში ელოდებიან.

ზლატანი "როსონერისთან" კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მხარეებს შორის სურვილის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იბრა "მილანში" პირველ ვარჯიშს დიდი ალბათობით, 30 დეკემბერს ჩაატარებს, ხოლო ხელახალი დებიუტი 6 იანვარს, გენუის "სამპდორიასთანაა" მოსალოდნელი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით