"სევილია" "მილანის" ფეხბურთელის გადაბირებითაა დაინტერესებული

30-12-2019, 17:11

გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" შემტევმა, სუსომ შესაძლოა კლუბი იანვარში დატოვოს.

წყაროს ცნობით, 26 წლის ესპანელი ფეხბურთელის დამატება "სევილიას" სურს - ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ სუსო "მილანში" 2014 წლიდან ირიცხება და ჩატარებულ 151 შეხვედრაში 24 გოლთან ერთად 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით