"იუნაიტედი" მერტენს უახლოვდება !

31-12-2019, 03:14

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში მისი მთავარი სამიზნე უკვე ამოარჩია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობის გუნდი ახლა ყველაზე მეტად, იტალიური "ნაპოლის" ბელგიელი თავდამსხმელის, დრის მერტენსის გადაბირებითაა დაინტერესებული.

ცნობების მიხედვით, ინგლისური გრანდი მზადაა 32 წლის შემტევის სანაცვლოდ, 55 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ლონდონის "ჩელსის" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით