"ჩელსი" დემბელეს უახლოვდება !

4-01-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი" იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში თავდასხმის გაძლიერებას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობის კლუბი ამჟამად ყველაზე მეტად, ფრანგული "ოლიმპიკ ლიონის" შემტევით, მუსა დემბელეს გადაბირებითაა დაინტერესებული.

ცნობების მიხედვით, "არისტოკრატები" მზად არიან 23 წლის ვარსკვლავის სანაცვლოდ, 75 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით