ხმაურიანი გარიგება, "რეალმა" ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა

5-01-2020, 19:53

წამყვანი ევროპული გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" იანვრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა.

"ფლამენგოდან" რენიე ჟეზუსი "სამეფო კლუბს" 19 იანვარს შეურთდება. ეს ის თარიღია, როდესაც ფეხბურთელი სრულწლოვანი ხდება.

ბრაზილიელი ვუნდერკინდის გადაბირება "რეალს" 30 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო დროთა განმავლობაში "ფლამენგო" ბონუსებს მიიღებს.

რენიემ "ფლამენგოსთან" ერთად გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი მოიგო.

"რეალის" გარდა ვუნდერკინდის გადაბირება "ბარსელონას", "ატლეტიკოსა" და "პარი სენ-ჟერმენს" სურდათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით