ჯანო ანანიძე რუსეთს ტოვებს

6-01-2020, 22:11

როგორც ჩანს, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ლეგიონიერი, ჯანო ანანიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

თურქული გამოცემა sabah.com.tr-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის დამატებით "დენიზლისპორია" დაინტერესებული. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სათამაშო დროის გაზრდის მიზნით ჯანო იჯარით გაშვებას ითხოვდა და როგორც ჩანს, ის იანვრიდან სწორედ თურქეთს მიაშურებს.

"დენიზლისპორი" თურქეთის სუპერლიგაში 17 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 7 ქულით ასწრებ და ევროპის ლიგის ზონასაც ამდენივე ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდებათ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით