პაპუნაშვილს ბერძნული გრანდი ეპატიჟება

7-01-2020, 14:28

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის შეძენა MLS-ის კლუბს, "ნიუ იორკ სიტის" სურდა, თუმცა როგორც გაირკვა, სარაგოსას ქართველმა ლეგიონერმა ამერიკაში თამაშზე უარი განაცხადა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გიორგი პაპუნაშვილის ტრანსფერით "პანათინაიკოსი" დაინტერესდა და მის გადაბირებას შეეცდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ "სარაგოსას" პრეზიდენტმა, კრისტიან ლაპერტამ  ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი ფეხბურთელის - გიორგი პაპუნაშვილის, პომბოსა და ბიკოროს გაყიდვა დააანონსა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით