სად გაიმართება საქართველო ბელარუსის დაპირისპირება

7-01-2020, 22:03

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის  ნახევარფინალში 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ იყო გარკვეული დაპირისპირების მასპინძელი სტადიონი.

იწერებოდა, რომ  არსებობდა შანსი, მატჩი ბათუმში ჩატარებულიყო. მოგეხსენებათ, ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. თუმცა საბოლოოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სრული ციკლი სწორედ დინამო არენაზე ჩაატარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გუნდი ბელარუსის ბარიერს გაივლის, ფინალურ შეხვედრას  31 მარტს, ასევე საკუთარ მოედანზე გამართავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით