მანე აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელია !

8-01-2020, 02:53

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "CAF-მა"2020 წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიტულს მერსესაიდული "ლივერპულის" სენეგალელი ვარსკვლავი და თავდამსხმელი, სადიო მანე დაესაკუთრა, რომელსაც ჯილდო, მოჰამედ სალაჰმა გადასცა.

ცნობების მიხედვით, გამოკითხვაში მე-2 ადგილი, "მანჩესტერ სიტის" ალჟირელმა შემტევმა, რიად მაჰრეზმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ამ ტიტულის მფლობელი, სწორედ სალაჰი გახდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით