სანჩოს მომავალი გარკვეულია

8-01-2020, 19:13

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დორტმუნდის" შემტევი, ჯეიდონ სანჩო ზამთარში კლუბს არ დატოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ინგლისელის დამატება არაერთ ტოპ კლუბს სურს, "დორტმუნდმა" მისი შენარჩუნება გადაწყვიტა და ფეხბურთელს იანვარში არ გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ბუნდესლიგის 61 შეხვედრაში თავი 22-ჯერ გამოიჩინა. მისი დამატება კი "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "ბარსელონას" და "პარი სენ-ჟერმენს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით