კრისტანტემ "რომასთან" გაახანგრძლივა

8-01-2020, 14:42

ოფიციალური ინფორმციით, "რომას" ნახევარმცველმა, ბრაიან კრისტანტემ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

24 წლის ფეხბურთელმა ახალ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. და დედაქალაქურ კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ბრაიან კრისტანტე "რომამ" 2018 წელს "ატალანტადან" იჯარის წესით დაიმატა, ხოლო გასულ ზაფხულში გამოისყიდა. მან რომაული კლუბის მაისურით 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით