რუსი ჟურნალისტი: "ჯანოს მომავალ კლუბთან დაკავშირებით ახალი ცნობებია"

8-01-2020, 19:50

რუსი ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი ქართველი ლეგიონერის, ჯანო ანანიძის მომავლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქართველს ისღა დარჩენია დაიცადოს, რადგან თურქებს სხვა ვარიანტიც აქვსთ.

"ჯანოს იჯარა შესაძლოა სწრაფად არ შედგეს - თურქები სხვა ვარიანტებზეც ფიქრობენ, თუმცა ქართველის შემთხვევაში მათთვის პირობები ძალიან მიმზიდველია, რადგან ხელფასის 60%-ს "სპარტაკი" გადაიხდის. ჯანო ელოდება, თურქები - ფიქრობენ".

"სპარტაკის" შანსია ის, რომ ანანიძე გაზაფხულზე თავს გამოიჩენს და მისი გამოსყიდვის სურვილი გაუჩნდებათ უფრო დაბალი ხელფასით, ხოლო ფეხბურთელისთვის რაც მთავარია, გრძელვადიანი კონტრაქტით", - წერს ეგოროვი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით