თბილისის "დინამოსა" და "დორტმუნდის" მატჩის გამართვის დრო და ადგილი ცნობილია

9-01-2020, 16:09

"თბილისის დინამოს" ვეტერანთა კლუბი მიმდინარე წლის 11-12 იანვარს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.


მინიფეხბურთის თასზე 8 კლუბი ითამაშებს და აქედან 7 გერმანულია.

დინამო ა ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები, "ლევერკუზენის ბაიერი", "ბორუსია" და "შალკე" არიან, მატჩების განრიგი კი ასეთი იქნება: 

11 იანვარი, 20:45: დინამო თბილისი Vs. ლევერკუზენის ბაიერი
11 იანვარი, 21:42: დინამო თბილისი Vs. დორტმუნდის ბორუსია
12 იანვარი, 17:31: დინამო თბილისი Vs. შალკე04.

"დინამომ" შემადგენლობის სია ოფიციალურად გამოაქვეყნა: 

გიორგი ლომაია
ნუკრი რევიშვილი
ლაშა სალუქვაძე
კახა კალაძე
ალექსანდრე ამისულაშვილი
ოთარ მარცვალაძე
ლევან ცქიტიშვილი
დავით სირაძე
ალექსანდრე იაშვილი
გიორგი დემეტრაძე
ზურაბ ხიზანიშვილი.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით