არტეტა: "ობამეიანგთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ"

9-01-2020, 22:21

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, მიკელ არტეტა, გუნდის გაბონელ თავდამსხმელზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე საუბრობს:

"მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს ჯერ-ჯერობით არ ვაწარმოებთ, რადგანაც ფიზიკურად ამისთვის დრო არ გვაქვს, ერთადერთი რამ, რაც ახლა გვადარდებს, სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებაა."

"ობამეიანგი ჩვენი კლუბის ლიდერია, ამიტომაც ცხადია მისი დარჩენა მსურს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით