მერებაშვილის მომავალი ოფიციალურად გაირკვა

10-01-2020, 15:43

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი მერებაშვილის მომავალი გაირკვა.

ჩვენებურმა პლოცკის "ვისლასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების საფუძველზე ქართველი შემტევი პოლონურ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მოგახსენებთ, გიორგის "ვისლასთან" ძველი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა მხარეებმა ერთი წლით თანამშრომლობა გააგრძელეს.

მერებაშვილმა "ვისლას" მაისურით 2016 წლიდან დღემდე 110 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. ნიშანდობლივია, რომ გიორგი პლოცკელთა ისტორიაში ლეგიონერებს შორის საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კვარაცხელიას გოლი პრემიერლიგის თვის საუკეთესოებს შორის მოხვდა

დაგვიმეგობრდით