"ტორპედოში" ჩხეტიანის შემცვლელი დასახელდა

11-01-2020, 16:42

ქუთაისის ტორპედოსა და მისით დაინტერესებული ინვესტორების საკითხი ოფიციალურ სახეს რამდენიმე დღეში მიიღებს.

8-თვიანი ფინანსური კრიზისის დროს, გუნდიდან ძირითადი ბირთვი და მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი უკვე წავიდა, თუმცა კარგი ამბავი არის ის, რომ ტორპედომ ლიცენზირება გაიარა და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში კვლავ ვიხილავთ.

უკვე ცნობილია ისიც, რომ მომავალი სეზონიდან გუნდი საშინაო მატჩებს წყალტუბოში აღარ გამართავს - ტორპედო განახლებულ რამაზ შენგელიაზე დაბრუნდება.

ამ ეტაპისთვის, ინვესტორების გარდა, ინტერესს მთავარი მწვრთნელის საკითხიც იწვევს. როგორც ირკვევა, თავდაპირველად გუნდს მიხეილ აშვეთია ჩაიბარებს, რომელიც წლების განმავლობაში კახა ჩხეტიანის სამწვრთნელო შტაბს წარმოადგენდა



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით