აგუერომ ანრის რეკორდი დაამსხვრია !

13-01-2020, 02:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტისა" და "ასტონ ვილას" შორის გამართულ შეხვედრაში, პრემიერ ლიგის რეკორდი დამყარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტოქის კარში შესრულებული ჰეტ-ტრიკის შემდეგ, არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი ბომბარდირი გახდა.

ცნობების მიხედვით, 31 წლის შემტევმა ლონდონის "არსენალის" ლეგენდის, ტიერი ანრის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

შეგახსენებთ, რომ აგუეროს ანგარიშზე ამჟამად 177 გოლია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით