ბოატენგისთვის ბრძოლა დაიწყო !

13-01-2020, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ცენტრალური მცველის, ჟერომ ბოატენგის გადასაბირებლად ბრძოლა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდილი ფეხბურთელის შეძენის სურვილი ლონდონის "არსენალთან" ერთად, ახლა უკვე იტალიურმა "მილანმაც" გამოთქვა.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" 31 წლის მოთამაშეს, 15 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მცველის ყიდვა ამასთან ერთად, ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით