კეინმა შესაძლოა ევრო 2020 გამოტოვოს

13-01-2020, 20:55

ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, არ არის გამორიცხული კეინმა ევრო 2020 გამოტოვოს.

"ჰარის შესახებ ყოველდღე მეკითხებით, მაგრამ, რაიმე ახალის თქმა ძალიან გამიჭირდება."

"ვიმედოვნებთ, რომ ის აპრილის ბოლომდე დაბრუნდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მას მთელი სეზონის გამოტოვება მოუწიოს, მათ შორის ევროპის ჩემპიონატისაც." - აცხადებს ჟოზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მას ფეხი მეც ჩავარტყი”- ახალი დეტალი ფეხბურთელის საქმეში

დაგვიმეგობრდით