ნეიმარი ფანებს მიმართავს: "რაც შარშან მოხდა ეს წარსულია"

13-01-2020, 21:00

ფრანგული "პსჟს" ბრაზილიელმა ლიდერმა, ნეიმარ ჯუნიორმა კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.

"აქ გადმობარგება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნველოვანესი მომენტი გახლავთ. ფანებმა დიდი სიყვარულით მიმიღეს და ეს ურთიერთობა ბევრს ნიშნავს ჩემთვის."

"ყველამ კარგად იცის, თუ რა მოხდა გასულ ზაფხულს. თუმცა, ეს ყველაფერი უკვე წარსულს წარმოადგენს. მე "პსჟს" ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის." - აცხადებს ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში ნეიმარი ახლოს იყო "ბარსელონაში" დაბრუნებასთან, თუმცა, საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით