"ტოტენჰემი" ზამთრის პირველ ტრანსფერთან ახლოსაა

13-01-2020, 21:03

ჟოზე მოურინიო ლონდონის "ტოტენჰემში" თავის პირველ ტრანსფერს ახორციელებს.

ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ის ინფორმაციით, "დეზები" ახლოს არიან ახალგაზრდა პორტუგალიელი ნახევარმცველის, ჟედსონ ფერნანდეშის დამატებასთან.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც 21 წლის ფეხბურთელი ლონდონში 18 თვიანი იჯარით გადაბარგდება. ამის შემდგომ კი კლუბს მისი გამოსყიდვა 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ფერნანდეში "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და ის ძირითად გუნდში 2018 წლიდან ასპარეზობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით