გადაწყვეტილება მიღებულია: ვალვერდე "ბარსელონას" ტოვებს !

14-01-2020, 02:06

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ საბოლოოდ მიიღო მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს განთავისუფლების გადაწყვეტილება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ვალვერდეს უკვე შეატყობინა მისი კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.

ცნობების მიხედვით, სპეციალისტი ფეხბურთელებს უკვე დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, 14 იანვარს დანიშნული პრესკონფერენციისას გასაჯაროვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით