ოფიციალურად: ბეგოვიჩი "მილანის" ფეხბურთელია !

14-01-2020, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიურმა "მილანმა" ესპანელი გოლკიპერის, პეპე რეინას გაშვების შემდეგ დაანონსებული ტრანსფერი გააოფიციალურა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" რიგებში ვეტერან მეკარეს, ინგლისური "ბორნმუთის" ბოსნიელი კარის დარაჯი, ასმირ ბეგოვიჩი ჩაანაცვლებს.

ცნობების მიხედვით, 32 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაში "მილანის" მაისურით, მიმდინარე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით იასპარეზებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: კორონავირუსით პირველი ქართველი ფეხბურთელი დაინფიცირდა !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით