მოურინიო: "კეინმა შესაძლოა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს"

14-01-2020, 12:35

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, გუნდის ინგლისელ თავდამსხმელზე, ჰარი კეინზე საუბრობს:

"მისი ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა, ოპერაციის გაკეთებამ ჰარის დაბრუნების დრო კიდევ უფრო შორს გადაწია, რის გამოც არ გამოვრიცხავ, რომ მან 2020 წლის ევროპის ჩემპიონატიც კი გამოტოვოს."

"არცერთ შემთხვევაში არ გავრისკავ ვარსკვლავის ჯანმრთელობას ერთი სანაკრებო ჩემპიონატის გამო."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირი სტარტს, 12 ივნისს აიღებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით