"არსენალი" "მილანის" ფეხბურთელით დაინტერესდა

14-01-2020, 11:00

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანის" თურქი ნახევარმცველის შეძენით, პრემიერ ლიგის გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატებას, ლონდონის "არსენალი" ეცდება.

როგორც ცნობილია, გუნდები უახლოეს პერიოდში დაიწყებენე ზემოთ ხსენებულ ტრანსფერზე მუშაობას.

აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელიც განიხილავს კლუბიდან წასვლის წინადადებას, რადგან არსებული სათამაშო დროით უკმაყოფილოა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თურქმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 17 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით