"ბარსელონა" "მილანის" ფეხბურთელით დაინტერესდა

14-01-2020, 13:27

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" "მილანის" ფორვარდის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კატალონიელები" მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მილანელთა" რიგებიდან კრისტოფ პიონტეკის დამატებას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ბოსები, პოლონელ ფორვარდს, ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც კლუბს 4 თვით გამოაკლდა.

უნდა ავღსნიშოთ ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელსაც სურს კლუბის დატოვება და არსებულ წინადადებებს განიხილავს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პიონტეკის ამ ჟამინდელი სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, ეს კიდევ აქ არის?" - რას ამბობენ გერმანელები კალაძეზე

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით