კავანისთვის ბრძოლაში "ტოტენჰემი" ჩაერთო

14-01-2020, 20:48

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ტოტენჰემი" "პსჟ-ს" თავდამსხმელის ედინსონ კავანის დამატებას შეეცდება.
 
კლუბი ამჟამად ჰარი კეინის შემცვლელის ძიებაშია. შეგახსენებთ, "საუთჰემპტონთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ კეინს ოპერაცია ჩაუტარდა და თავის გუნდს მინიმუმ აპრილამდე ვერ დაეხმარება, ამიტომ ლონდონურ კლუბს ახალი ფორვარდი სჭირდება.
 
გარდა ამისა, "ტოტენჰემს" "მილანის" თავდამსხმელს კშიშტოფ პიონტეკს აკავშირებდნენ.
 
ბოლო დროს კავანის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერის შესახებაც წერდნენ. ურუგვაელ ფორვარდს სეზონის ბოლოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მსურველებს მისი დამატება დაბალ ფასში შეუძლიათ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით