მარკინიოსმა "პსჟსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

14-01-2020, 23:26

ფრანგული "პსჟს" ცენტრალური მცველი, მარკინიოსი კლუბში 2024 წლამდე დარჩება.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და 25 წლის მოთამაშემ გუშინ 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ მარკინიოსი პარიზულ კლუბში 2013 წელს გადაბარგდა 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

გასულ წელს ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი საფრანგეთის დედაქალაქს დატოვებდა და ინგლისში გადაბარგდებოდა. თუმცა, საბოლოოდ მარკინიოსმა "პსჟში" დარჩენა არჩია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით