ლინგარდი შესაძლოა "მილანში" გადაბარგდეს

14-01-2020, 23:29

მანჩესტერ "იუნაიტედის" გარემარბმა, ჯესი ლინგარდმა კარიერა შესაძლოა იტალიის სერია ა-ში გააგრძელოს.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი, მინო რაიოლა "მილანის" წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თავისი კლიენტი შესთავაზა.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მას მეტი სათამაშო დრო სურს.

შეგახსენებთ, რომ ლინგარდი "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და ის ძირითად გუნდში 2011 წლიდან ასპარეზობს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით