"ინტერი" იანგს უახლოვდება !

15-01-2020, 01:50

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერს", "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირება სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდის რადარზე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ინგლისელი მარჯვენა მცველი და მანჩესტერელთა კაპიტანი, ეშლი იანგი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, 34 წლის ფეხბურთელმა "იუნაიტედის" დატოვებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრასნფერო ღირებულება ამჟამად 15 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით