სოლსკიაერი: "გრინვუდისთვის ნაკრებში მოხვედრა ჯერ რთული იქნება"

15-01-2020, 11:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდის ინგლისელ თავდამსხმელზე, მეისონ გრინვუდზე საუბრობს:

"მიუხედავად იმისა თუ როგორ ვარ მოხიბლული ამ ფეხბურთელის უნარ-ჩვევებით, მოწოდებით, ბრძოლისუნარიანობითა და შესაძლებლობებით, ვფიქრობ მისთვის ნაკრებში მოხვედრა რთული იქნება."

"არამგონია გარეთ საუთგეიტმა ასეთ ახალგაზრდა მოთამაშეს ანდოს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ძირითადის ადგილი."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირი სტარტს, 12 ივნისს აიღებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით