ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" ნახევარმცველი დაიმატა

15-01-2020, 15:17

როგორც ლონდონის "ტოტენჰემის" ოფიციალური ვებ-გვეერი იტყობინება, კლუბმა ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველი გედსონ ფერნანდესი გაიფორმა.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ლონდონში 18-თვიანი იჯარით გადავიდა.

ბრიტანული მედია გედსონს კრისტიან ერიკსენის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე თვეში მილანის "ინტერში" გადავა.

21 წლის ფერნანდესი "ბენფიკას' აკადემიის აღზრდილია და "არწივების" რიგებში 23 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მოედანზე 2-ჯერ გავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით