მერტენსიმ პრემიერლიგაში გადასხვლაზე უარი თქვა

15-01-2020, 16:07

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება,  "ნაპოლის" შემტევი, დრის მერტენსი სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩება.

წყაროს ცნობით, 32 წლის ბელგიელის დამატება "ვესტ ჰემს" სურდა, თუმცა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უარი განაცხადა და ნეაპოლურ კლუბში დარჩენა გადაწყვეტივა.

შეგახსენებთ, რომ დრი მერტენსი "ნაპოლის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან გუნდის მაისური 302 შეხვედრაში მოირგო და 118 გოლთან ერთად 71 საგოლე გადაცემა შეასრულა. მერტენსს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით