სუსოს დამატება ლა ლიგის 3 კლუბს სურს

15-01-2020, 18:25

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი იტყობინება, "მილანს" ზამთარში დიდი ალბათობით სუსო დატოვებს და კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, 26 წლის შემტევის დამატება ესპანეთის ლა ლიგის 3 კლუბს სურს. სუსო გადაბირებას "ხეტაფე", "სევილია" და "ვალენსია" ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ სუსოს ლა ლიგაში თამაშის გამოცილება აქვს, იგი 2013-2014 წლებში "ალმეიდაში" ირიცხებოდა და ჩატარებულ 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით