მესი: "როცა რონალდო "რეალში" თამაშობდა კლასიკოს სხვა ელფერი ჰქონდა"

15-01-2020, 22:22

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდამ, ლეო მესიმ კრისტიანო რონალდოსთან კონკურენციაზე ისაუბრა.

"ეს არის დუელი, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება, რადგან, როდესაც ამდენი წლის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეს ინარჩუნებ, ეს წარმოუდგენელია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისეთი დონის გუნდებში თამაშობთ, როგორიცაა "რეალი" და "ბარსელონა".

"გარდა ამ კლუბების ფანებისა, ჩვენი დაპირისპირებით მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო იღებდა სიამოვნებას."

"როდესაც რონალდო "რეალის" ღირსებას იცავდა, მათთან შეხვედრას ყოველთვის განსაკუთრებული ელფერი ჰქონდა, იმიტომ, რომ ის ჩვენს დაპირისპირებას უფრო განსაკუთრებულს ხდიდა. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

დაგვიმეგობრდით